ახალი ამბები
სტუდენტთა მობილობის ვადები ცნობილია
FaceBook
2016-17 სასწავლო წლისთვის მობილობის მსურველებმა ელექრონული რეგისტრაცია ვებ-გვერდზე eqe.gov.ge უნდა გაიარონ.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ ვადებს აქვეყნებს.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მობილობის წესით ჩასარიცხ სტუდენტთა ადგილების რეგისტრაციის ვადა 2016 წლის 18 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით განისაზღვრა.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირებს დარეგისტრირება 2016 წლის 27 ივლისიდან 18 აგვისტოს 18:00 სთ-მდე შეუძლიათ.

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების ცენტრში წარდგენის ვადა კი 2016 წლის 24 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით განისაზღვრა.





official zlibrary domain z.lib . Find free books
Print