ახალი ამბები
თურქული წარმოების გაყინულ ქათმის ხორცში პათოგენების არსებობა არ დასტურდება
FaceBook
სსიპ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სომხეთიდან საქართველოში იმპორტირებული თურქული წარმოების გაყინულ ქათმის ხორცი შეამოწმა.
აღნიშნულის შესახებ "ქუთაისიპოსტს" ინფორმაცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოაწოდა.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, პროდუქტში პათოგენების არსებობა არ დასტურდება.
"სააგენტომ ბიოლოგიური კვლევები ჩაატარა და არ დასტურდება პროდუქტში პათოგენების არსებობა. თუმცა მეწარმეს დაევალა პროდუქტის თერმულად გადამუშავება, რის შემდეგაც შესაძლებელია მისი რეალიზაციაში გაშვება,"- განმარტავენ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
სომხეთიდან იმპორტირებული თურქული წარმოების ქათმის რეალიზაცია ამ დრომდე არ მომხდარა.
საქართველოში სომხეთიდან იმპორტირებულ, თურქული წარმოების ქათმის ხორცში პათოგენების აღმოჩენის შესახებ, ინფორმაცია ერთი კვირის წინ გავრცელდა.
ანა ჯანაშია

Print