ახალი ამბები
ქუთაისში 8 ივლისს 3000 აბონენტს ელექტროენერგია გაეთიშება
FaceBook

მიმდინარე წლის 8 ივლისს 10:00–დან 16:00 საათამდე ქუთაისში 3000 აბონენტს დენი მიწოდება შეეზღუდება.


"ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებით, დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო მაღალი ძაბვის ქვესადგური "ქუთაისი 5" გაითიშება.

დენის მიწოდება დროებით შეუწყდებათ აბონენტებს ახალგაზრდობის გამზირზე და მის შესახვევებში, მახვილაძის ქუჩისა და წერეთლის ქუჩის ნაწილს.

"აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნითპროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვისქვესადგურში. სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება," – აღნიშნულია კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" განცხადებაში.

 

 

Print