ახალი ამბები
1 აგვისტოდან რძის პროდუქტების ეტიკეტირების წესი იცვლება
FaceBook
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან რძის შემცვლელი პროდუქციის დასახელებაში "მსგავსის" და "ებრის" გამოყენება იკრძალება.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში გასული წლის 1 აგვისტოს შევიდა.

ბიზნესის შეუფერხებლად მუშაობისთვის მწარმოებლებს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი მიეცათ, რაც ეტიკეტზე რძისა და რძის ნაწარმის დასახელების გამოყენებას სიტყვა "მსგავს"-თან ან/და ბოლოსართ"ებრ"-თან ერთად ითავლისწინებს. მაგალითად, რძისებრი ან რძის მსგავსი, არაჟნისებრი ან არაჟნის მსგავსი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2016 წლის 1 აგვისტოდან რძის ტექნიკური რეგლამენტი სრულად ამოქმედდება და ნაწარმზე, რომელიც შეიცავს მცენარეულ ცხიმს, იკრძალება რძის ნაწარმის მიმსგავსებული ტერმინების გამოყენება.

რძის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად, მიდინარე წელს 1 770 ბიზნესოპერატორის დოკუმენტური შემოწმება განხორციელდა.

ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო 11 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

რძესა და რძის ნაწარმში მცენარეული ცხიმის მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში აღებული 87 ნიმუშიდან შეუსაბამობა 12 ნიმუშში გამოვლინდა.

ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის პირველ ჯერზე მეწარმეები 400 ლარით ჯარიმდებიან, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1 200 ლარით.

Print