ახალი ამბები
7 ივლისს სამტრედიაში გაზის მიწოდება შეწყდება
FaceBook
მიმდინარე წლის 7 ივლისს 00:00 საათიდან 18:00 საათამდე სამტრედიაში გაზის მიწოდება შეწყდება.

ამ ინფორმაციას ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბუნებრივი აირის მიწოდება, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მიერ, მაღალი წნევის გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

დღის განმავლობაში გაზი ბარათაშვილის, ნიკურაძის, ფარნავაზის, შანიძის, ერისთავის, თამარ თავაძის, ბახტაძის, ჩეხოვის, ორპირის, ახალგაზრდობისა და წინსვლის ქუჩების მოსახლეობას გაეთიშება.

ბუნებრივი აირის მიწოდება 2016 წლის 7 ივლისს 18 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
Print