ახალი ამბები
მუსულმანური სამყარო ურაზა–ბაირამს ზეიმობს
FaceBook
დღესასწაულით მარხვის დასრულება აღინიშნება, რომელიც ერთთვიან რამადანს უკავშირდება.

ურაზა–ბაირამი მუსულმნურ კალენდარში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დღეა. ის სულიერ სრულყოფილებასა და კეთილ საქმეებს უკავშირდება.

ურაზა–ბაირამის აღნიშვნის ტრადიცია უძველესია და წინასწარმეტყველის მუჰამედის დროიდან მოდის. ის მოძრავი დღესასწაულია და რამადანის თვის დასრულებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს აღნიშნავენ.

ურაზა–ბაირამამდე ოთხი დღით ადრე მორწმუნეები თავიანთ სახლს, ბოსელს ალაგებენ, ასუფთავებენ პირუტყვს, რის შემდეგაც ოჯახის ყველა წევრი ბანაობს და იცვამს სუფთა ტანსაცმელს.

ასევე, დღესასწაულისთვის პროდუქტებს და საჩუქრებს, ახალ ფარდებს, სადღესასწაულო ტანსაცმელს ყიდულობენ, აგროვებენ ფულს მოწყალების გასაცემად, რათა ღარიბებმაც შეძლონ სადღესაწაულოდ მომზადება, ცდილობენ მოინახულონ ნათესავები და ნაცნობ-მეგობრები, თხოვონ პატიება.

უშუალოდ დღესასწაულის დღეს სპეციალურ სარიტუალო ლოცვას ასრულებენ, რის შემდეგაც სადღესასწაულო სუფრას შლიან, სადაც, ძირითადად ტკბილი კერძები მოაქვთ. მუსულმანებს სწამთ, რომ ოჯახი მომავალ წელსაც სავსე იქნება.

სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ მორწმუნეები სასაფლაოზე მიდიან და გარდაცვლილებს იგონებენ.

სახსნილო დღეებს სხვადასხვა მუსულმანურ ქვეყნებში სხვადასხვაგვარად აღნიშნავენ.




Print