ახალი ამბები
ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან 6 თვეში 184 603 ლარი გაიცა
FaceBook
ქუთაისის მერის 400 000 ლარიანი სარეზერვო ფონდიდან 184 603, 25 ლარია ათვისებული.

ეს თანხა მიმდინარე წლის იანვრიდან 30 ივნისამდე გაიცა.

მერიიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ფონდიდან დახმარება წელს უკვე 376 ადამიანს გაეწია.

ქუთაისის მერის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას განმარტებით, მოქალაქეები სარეზერვო ფონდიდან სოციალურ დახმარებას იმ შემთხვევაში იღებენ, როდესაც ისინი ბიუჯეტში გათვალისწინებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებით ვერ სარგებლობენ.

"განცხადების დაწერა და თანხის გაცემა ასე არ ხდება. განცხადების შემოსვლის შემდეგ მისი მოკვლევა ხდება ადგილზე, თუ რამდენად ესაჭიროება დახმარება მთხოვნელს. რა თქმა უნდა, გვჯერა ჩვენი მოქალაქეების, თუმცა, გადამოწმებას მაინც ვახდენთ", - ამბობს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.


სტიქიით და ხანძრის შედეგად დაზარებულთა დახმარება, 46 საპატიო ქუთაისელის სააღდგომოდ ფულადი საჩუქრის გაცემა (თითოეულზე 300 ლარი), ახალგაზრდული პროექტები - ეს იმ პროგრამების არასრული ჩამონათვალია, რომელიც წელს სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა.



2015 წელს ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვას, ადგილობრივ ოპოზიციურ წრეებში აკრიტიკებდნენ.





Print