ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში ხანძარია
FaceBook
ამ წუთებში ქუთაისის მერიაში ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.

ცეცხლი შენობაში პირველ სართულზე  ელექტროსადენებს გაუჩნდა. უსაფრთხოების მიზნით თანამშრომელთა ევაკუაცია მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და საპატრულო სამსახურები.





მერიასა და მიმდებარე ტერიტორიას ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება. 


Print