ახალი ამბები
რამდენიმე კვირაში მთავრობას გადაგიყენებთ - "ნაციონალი" დეპუტატი ქუთაისის მერს
FaceBook
"რამდენიმე კვირაში მთავრობას რომ გადაგიყენებთ, მერე ნახავთ," - მიმართა ქუთაისის მერს საკრებულოს"ნაციონალმა" დეპუტატმა, გია უკლებამ მერიის ავტოპარკის განახლებასთან დაკავშირებით გამართული კამათის დროს.
"გუშინ არ მოვსულვარ პოლიტიკაში, დავბერდი უკვე. არ შეიძლება, რომ ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ძალაუფლება. ლარი უფასურდება, უმუშევრობა იმატებს და რამოდენიმე კვირაში დადგება მთავრობის გადაყენების საკითხი," - განაცხადა გია უკლებამ.
ქუთაისის საკრებულოს წევრის ამ განცხადებაზე შოთა მურღულია საპასუხო განცხადებას აკეთებს და გია უკლებას ქართული ზღაპრების გმირს ადარებს.
"არსებობს ქართულ ზღაპრებში ბევრი ასეთი დევი, რომელიც მერე პატარავდება. ვიცით, რომ გადაგვაყენებს და გვეშინია," - ამბობს შოთა მურღულია.
დეა მანაგაძე
Print