ახალი ამბები
ქუთაისის მერიის განმარტება ორმოში "ამოსულ" ხეზე
FaceBook
ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე არსებული ორმოს გამო მოსახლეობის მიერ გამოხატულ პროტესტს მერიიდან პასუხობენ.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში ირწმუნებიან, ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივები გზის შეკეთებას ითხოვენ, სავალი ნაწილი ერთი თვის წინ არ დაზიანებულა.

"ორმოულად რამდენიმე კვირის წინ შეკეთდა აღნიშნული ტერიტორია. ეს ორმო არის ახალი, სულ რაღაც 2-3 დღის," - აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

მათი ინფორმაციით, გრიშაშვილის ქუჩაზე არსებული ორმო მომავალ კვირას შეკეთდება.

ორმოში მოსახლეობამ ხის ტოტებიანი ქოთანი ჩადგა.

ადგილობრივებმა ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს და დაზიანებული გზის ნაწილის დროული შეკეთება მოითხოვეს.

Print