ახალი ამბები
ქუთაისის მერია 40 პერსონაზე საზეიმო სადილს აწყობს
FaceBook
საზეიმო სადილის ორგანიზება რესტორნის ტიპის დაწესებულებაში უნდა მოხდეს.


ქუთაისის მერია რეპრესირებულთა დღისადმი საზეიმო სადილის მოსაწყობად 1600 ლარიან ტენდერს აცხადებს.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია 2016 წლის 22 ივლის უზრუნველყოს რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისა და მოწვეული სტუმრებისათვის საზეიმო სადილის ორგანიზება, 40 პერსონაზე, რესტორნის ტიპის დაწესებულებაში. რესტორანი უნდა მდებარეობდეს ქუთაისის ტერიტორიაზე და უნდა იყოს კეთილმოწყობილი, აღჭურვილი კონდენცირების სისტემით, მოწესრიგებული სველი წერტილებით და თანამედროვე ავეჯით.


სატენდერო პირობების მიხედვით, კერძები უნდა იყოს ცხელი, ხოლო სასმელები - შესაბამის ტემპერატურაზე გაგრილებული. ასევე, არანაკლები მითითებული მოცულობის, ახლად მომზადებული და ლამაზად პრეზენტირებული.

სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 5 ივლისს დასრულდება.

პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო და განსაკუთრებულად ფართო მასშტაბებს 30-იანი წლების შუა ხანებში მიღწია. 1937 წელი, ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში, როგორც დიდი მწუხარებისა და ტრაგედიის წელი.




Print