ახალი ამბები
5 ივლისს ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან რეისები არ შედგება
FaceBook
რეისების მოხსნა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება.

ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან მიმდინარე წლის 5 ივლისს მატარებლის ორი რეისი მსვლელობიდან იხსნება.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, ეს რეისებია:

ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით გამსვლელი ჩქარი მატარებელი №18/17 და ასევე, ადგილობრივი მატარებელი №683/684.

"საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, რომ რეისების მოხსნა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უკავშირდება.

კერძოდ, სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც 2016 წლის 5 ივლისის 06:00 საათიდან 6 ივლისის 06:00 საათამდე სადგურ სუფსას ყველა ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი დაიკეტება.

"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, "ფანჯრის" პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა შეჩერებულია.
კომპანია შექმნილი დისკომფორტისთვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.

Print