ახალი ამბები
ქუთაისის მერია ამორტიზებულ შენობებს ყიდის (ფოტო)
FaceBook
გარდა შენობებისა, თვითმმართველობა აუქციონს 15 მიწის ნაკვეთზე აცხადებს


ქუთაისის მერია, თვითმმართველობის ბალანსზე არსებულ ამორტიზებულ შენობა-ნაგებობებს,  აუქციონის წესით ყიდის.

ქალაქის სხვადასხვა ნაწილში მდებარე უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთთან ერთად, დაშლა-გატანის უფლებით იყიდება. საპრივატიზებო ნუსხაში 5 ასეთი ობიექტი მოხვდა.

მათ შორის, არის საცხოვრებელი კორპუსი კონსტანტინე გამსახურდიას #59-ში, 1 900 000 ლარად შეფასებული ნაგებობა გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე და რამდენიმე ორსართულიანი შენობა.

გასაყიდი ობიექტების საერთო ღირებულება 2 155 200 ლარია.

აუქციონში გამარჯვებულმა, უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემიდან 4 თვის განმავლობაში უნდა მოახდინოს შენობის დემონტაჟი და ტერიტორია ნარჩენი მასალისგან გაათავისუფლოს.

გარდა შენობა-ნაგებობებისა, ქუთაისის მერია 15 მიწის ნაკვეთს ყიდის, რომელთა საერთო ღირებულება 1 200 000 ლარამდეა.

აუქციონი მიმდინარე წლის 11 ივლისს დასრულდება.
Print