ახალი ამბები
4 ივლისს წყალტუბოს აბონენტებს გაზის მიწოდება შეუწყდებათ
FaceBook
ბუნებრივი აირი ქალაქის 6 ქუჩასა და სოფელ მეორე უბანს გაეთიშება

გაზსადენზე მიმდინარე საექსპლოატაციო სამუშაოების გამო, 4 ივლისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუყდება წყალტუბოს 6 ქუჩას.

დილის 10:00 საათიდან ბუნებრივი აირით აღარ მომარაგდება ბარათაშვილის, ნინოშვილის, ჯავახიშვილის, გურიელის, ზაალიშვილისა და ჭონქაძის ქუჩები. ასევე სოფელი მეორე უბანი მთლიანად.

აბონენტებს გაზმომარაგება დღის ბოლოს, ეტაპობრივად აღუდგებათ.


Print