ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის დირექტორად ზვიად ყიფშიძე დაინიშნა
FaceBook
სერვისცენტრის ახალი უფროსი საკადრო ცვლილებებს არ გეგამვს.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვისცენტის დირექტორად, ზვიად ყიფშიძე დაინიშნა. სერვისცენტრის ახალი უფროსი თანამშრომლებს მიმდინარე წლის 1ივლისს წარუდგინეს.

როგორც "ქუთაისიპოსტთან" საუბარში ზვიად ყიფშიძე ამბობს, ის საკადრო ცვლილებებს არ გეგამვს. მისი თქმით, სამუშაოს პირველ დღეს ნიკეას ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

"სამუშაოები მალე დასრულდება და უახლოეს დღეებში წყლის მიწოდება სრულად აღდგება", - ირწმუნება ქუთაისის სერვისცენტრის ახალი უფროსი.

ზვიად ყიფშიძე, "საქართველოს გართიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ქუთაისის სერვიცენტრის დირექტორად, მერაბ ბობოხიძის სამსახურიდან წასვლის შემდეგ დაინიშნა.

"ქუთაისისპოსტის" ინფორმაციით ყოფილ ხელმძღვანელს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დააწერინეს. თუმცა, თავად ბობოხიძის თქმით, პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა.


Print