ახალი ამბები
ფიფა–ს პრეზიდენტს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონტაზე ქალი არბირტების დანიშვნა სურს
FaceBook
"ფიფა იმუშავებს ამაზე და ვნახავთ რა შეიძლება გაკეთდეს".

ფებურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი 2018 წლის მსფოფლიო ჩემპიონატზე ქალი არბიტრების დანიშვნის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ ჯანი ინფანტინომ გერმანულ გამოცემა ბილდთან ისაუბრა.

"მაქვს წინადადება 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე იმსაჯონ ქალებმა. ფიფა იმუშავებს ამაზე და ვნახავთ რა შეიძლება გაკეთდეს,"– აცხადებს ინფანტინო.

თუკი ფიფა–ს პრეზინდენტის ეს ინიციტივა დაკმაყოფილებული იქნება, ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე ქალი არბიტრები იმსაჯებენ.

თუმცა, ამ დრომდე ევროტურნირებისა და მათ შორის, საერთაშორისო შეხვედრების შესარჩევ მატჩებზე, მსაჯთა ბრიგადაში ქალებიც შედიან.

2016 წლის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე, 38 წლის ბერძენმა ხრისულა კურობილიამ ოთხჯერ იმსაჯა.

2018 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება.



Print