ახალი ამბები
გაზზე მომუშავე ავტომობილებს შემოწმება ჩაუტარდებათ
FaceBook
მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.

საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო.

სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით 60 ლარი ეღირება, ხოლო მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან.

გაზზე მომუშავე ავტომობილების ტექნიკურ შემოწმებას სპეციალურად შექმნილი კომპანიები განახორციელებენ, რომლებსაც აკრედიტაციის გავლა ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში მოუწევთ.

საქართველოში ამ დროისთვის, გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებას მხოლოდ ორი კომპანია "აირბალონი" და "გაზინჟინერი" ახორციელებს.

ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის ინფორმაციით,ამ ეტაპზე ქუთაისში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებაზე უფლებამოსილება არცერთ კომპანიას არა აქვს აღებული.

"დაინტერესებულა პირმა უნდა მიმართოს ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრს ავტომობილების შემოწმების უფლების მოსაპოვებლად," - ამბობენ უწყებაში.

მთავრობის დადგენილებით "ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში" ცვლილებები მიმდინარე წლის 18 აპრლს შევიდა.

ამ დადგენილებით განსაზღვრულია ავტომანქანების ასაკის მიხედვით პირველადი ინსპექტირების ვადები.

გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმების პროცესი საქართველოში 2017 წლის პირველ იანვრამდე უნდა განხორციელდეს.



Print