ახალი ამბები
35-ე საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი დააკავეს
FaceBook
დაკავებულს 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ა(ა)იპ 35-ე საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი დააკავეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, საქართველოს მოქალაქის დახმარებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს კლუბში ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ 8 000 აშშ დოლარი გამოართვა.

35-ე საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
Print