ახალი ამბები
"მარგვეთი 2006" ლიტვის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
FaceBook
კლუბმა ტურნირზე ყველა შეხვედრა მოგებით დაასრულა.


ზესტაფონის "მარგვეთი 2006" 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ლიტვის ქალაქ ტაურაგეში გამართულ შეხვედრაზე საფეხბურთო გუნდმა ლიტვური კლუბი "ატმოსფერო" დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

ზესტაფონელებმა სულ 4 შეხვედრა გამართეს და ყველა მათგანი მოგებით დაასრულეს.

ფეხბურთელებმა წარმატება ნომინაციებშიც მოიპოვეს.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშის სტატუსი საბა სამხარაძემ მოიპოვა. საუკეთესო მეკარედ ლუკა გოგოლაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ბესარიონ ფერაძე გახდა.
ტურნირზე 2000 – 2001 წლებში დაბადებული მოზარდები ასპარეზობდნენ.

ზესტაფონის "მარგვეთი 2006"-ის ფეხბურთელები ქალაქ ტაურაგეში მიმდინარე წლის 26 ივნისს გაემგზავრნენ. ისინი საქართველოში 4 ივლისს დაბრუნდებიან.





Print