ახალი ამბები
ეროვნულ გამოცდებზე დილიდან 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა
FaceBook
პირველ სესიაზე 9 300-ზე მეტი აბიტურიენტი უნდა მისულიყო

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე 400 აბიტურიენტი არ გამოცხადდა.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის" ინფორმაციით, პირველ სესიაზე 9 300-ზე მეტი აბიტურიენტი უნდა მისულიყო, თუმცა, გამოცდაზე დასწრება   მხოლოდ 8 900 -მა მათგანმა შეძლო.

ამასთანავე, თავის საგამოცდო ცენტრს დრულად ვერ მიაგნო 5-მა აბიტურიენტმა, რის გამოც ისინი გამოცდაზე არ დაიშვნენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

წელს გამოცდაზე 38 500-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

გამოცდა დილის 09:00 საათზე დაიწყო.

Print