ახალი ამბები
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის უფროსმა თანამდებობა დატოვა
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ზვიად ყიფშიძე ინიშნება.


საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტს ახალი უფროსი ეყოლება. ქუთაისისპოსტის ინფორმაციის ყოფილ ხელმძღვანელს მერაბ ბობოხიძეს თანამდებობიდან წასვლის თაობაზე განცხადება დააწერინეს. თუმცა, თავად ბობოხიძის განცხადებით, პოსტიდან საკუთარი სურვილით წავიდა. 

"განცხადება დაწერილია. უკვე დღეიდან აღარ ვარ ხელმძღვანელი. მეტს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. წავალ იქ, სადაც ჩემს ქვეყანას დავჭირდები", - ამბობს ქუთაისიპოტთან საუბარში მერაბ ბობოხიძე. ის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრს 2014 წლიდან ხელმძღანელობდა.  

რაც შეეხება,  სერვისცენტის ახლა უფროსს, ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე ზვიად ყიფშიძე ინიშნება. ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული  წყალმომარაგების კომპანიაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

"ვერ გეტყვით ვინ იქნება. მეც არ ვიცი, ახალი  უფროსი უახლოეს დღეებში დაინიშნება", - ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ნინო რამიშვილი. 

ზვიად ყიფშიძე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში მუშაობდა.


Print