ახალი ამბები
საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების "პირველ კალათაში" მოხვდა
FaceBook
საქართველო 2013 წლიდან 2016 წლამდე "მეორე კალათაში" იკავებდა ადგილს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ტრეფიკინის (ადამიანებით ვაჭრობა) წინააღმდეგ, სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მორიგი ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტში, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ შეფასებული 176 სახელმწიფოდან, საქართველო, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების შეფასების უმაღლეს საფეხურზე - ე.წ. "პირველ კალათაში" მოხვდა.

საქართველოს ეს პოზიცია ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისთვის გატარებული ღონისძიებების გამო მიაკუთვნეს.

შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, "პირველ კალათაში" ის ქვეყნები მოხვდნენ, რომლებიც საანგარიშო პერიოდში სრულად ასრულებენ ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა დაცვის აქტით გათვალისწინებულ მინიმალურ მოთხოვნებს.

ქვეყნები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, თუმცა ცდილობენ მეთოდების გაუმჯობესებას, შეფასების "მეორე კალათის" რიგებს იკავებენ. ხოლო, "მესამე კალათის" ქვეყნებს ის სახელმწიფოები წარმოადგენენ, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ აკმაყოფილებენ.

საქართველო 2013 წლიდან 2016 წლამდე "მეორე კალათაში" იკავებდა ადგილს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფოების მიერ ტრეფიკინგთან ბრძოლის ეფექტურობას ყოველწლიურად აფასებს.

Print