ახალი ამბები
საქართველოში დღეიდან პენსია იზრდება
FaceBook

საქართველოში დღეიდან პენსია 20 ლარით იზრდება და ის 180 ლარი იქნება.


პენსია გაეზრდებათ შშმ პირებს - მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას და ბავშვებს. 18 წლამდე ბავშვებში ეს კატეგორიები დიფერენცირებული არ არის. მათი პენსია, ისევე, როგორც ასაკით პენსიონერების, 180 ლარი გახდება.

ეს ცვლილებები 35 000-მდე ადამიანს შეეხება.

1-ლი სექტემბრიდან ძალაში შევა მთის კანონი.

მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს დამატებით  კიდევ 20%-ით გაეზრდებათ პენსია და ჯამში 216 ლარი იქნება.

 

Print