ახალი ამბები
ქუთაისში მზის ხე დამონტაჟდა
FaceBook

"მზის გვირილას" გამოყენებით შესაძლებელი იქნება დღის განმავლობაში 60, ხოლო ერთდროულად 30 მობილური დაიმუხტოს.




ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ყოფილი შენობის ადგილას ენერგოეფექტური გვირილის ხე დამონტაჟდა. მასზე დამაგრებული პანელების დახმარებით მზის ენერგია ელექტროენერგიად გარდაიქმნება.

"მზის გვირილას" გამოყენებით შესაძლებელი იქნება დღის განმავლობაში 60, ხოლო ერთდროულად 30 მობილური დაიმუხტოს.

 

ენეგოეფექტური გვირილის ხის  პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USEID) " ვინროკ ინტერენეიშენალ საქართველოს", ქუთაისის მერიის, "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს BP-სა და დაბალემისებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება (EL-LEDS) სუფთა ენერგია" პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით განხორციელდა. მსგავსი პროექტი ქუთაისში პირველია. 

"გვირილას ფორმა შევარჩიეთ სპეციალურად, რადგან ეს ყვავილი არის ქუთაისის სიმბოლო. ხეზე დამაგრებული 24 მზის პანელი მიღებულ ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის" - განაცხადა EL-LEDS-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ირინა სულავამ.

"მზის გვირილას" პრეზენტაციას დაესწრო ქუთაისის მერი შოთა მურღულია. მისი თქმით გვირილის ხე მოსახერხებელი იქნება, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე, ქუთაისში ჩამოსული ტურისტებისთვის.

"მალე გაიხსნება ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, ამასთნავე უკვე გვაქვს მზის ხე, რომელიც დარწმუნებული ვარ გაამართლებს. მსგავსი პროექტები მომავალში სხვადასხვა სკვერეში შეიძლება განხორციელდეს. ეს კიდევ ერთი კრეატიული იდეაა, რომელიც ქუთაისს სჭირდება" - განაცხადა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ

მურღულიას თქმით, მიმდინარე წლის სექტემბერში ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ, ზემოთ აღნიშნულ სკვერში ხელმისაწვდომი იქნება WI-FI და ელელქტრონული ბიბლიოთეკა.




 

Print