ახალი ამბები
სამტრედიაში საბავშვო ბაღები დაიხურა - საკვებში ჩხირები აღმოაჩინეს
FaceBook
სამტრედიის #9 საბავშვო ბაღში შეტანილ საკვებში ჩხირი სალმონელა აღმოაჩინეს. რის გამოც, მუნიციპალიტეტში არსებული 22-ვე საბავშვო ბაღი დაიხურა.

#9 საბავშვო ბაღში სალმონელას ჩხირი ერთ-ერთი შემოწმების დროს ხორცში აღმოაჩინეს. ადგილობრივი ხელისუფლების გაფრთხილებით, ბაღების გაერთიანებამ სამტრედიის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი შეწყვიტა.
"აღნიშნულ ბაღში მსგავსი შემთხვევა ადრედაც დაფიქსირდა, ამიტომ, პრევენციის მიზნით, თვეში ერთხელ ვიწვედით სურსათის ეროვნულ სააგენტოს ქუთაისიდან, რომელიც ახორციელებდა კონტროლს. საკვებში სალმონელას ჩხირი სწორედ ერთ-ერთი შემოწმების  დროს აღმოჩნდა, შემოტანილ ხორცში. სურსათის სააგენტომ მოგვცა რეკომენდაცია, რომ ეს ხორცი გაგვენადგურებინა. ჩვენი მხრიდან გავატარეთ უყველა შესაბამისი ზომა," - აცხადებს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში სამტრედიის გამგებელი ვალერი ფოცხვერია.

სამტრედიის გამგებლის განმარტებით, ბაღებში სასწავლო პროცესი მას შემდეგ განახლდება, როდესაც კვების მომმარაგებელი კომპანია, ბაღებში ხარისხიან პროდუქციას შეიტანს.


ანა ჯანაშია




Print