ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულომ დროებითი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა დაამტკიცა
FaceBook
სამუშაო ჯგუფი 6 დეპუტატით დაკომპლექტდა


ქუთაისის საკრებულომ დროებით სამუშაო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა. 6 კაციანი ჯგუფის წევრები იქნებიან: გალაქტიონ ტოროშელიძე, ნიკა ლატარია, სამსონ გუგავა, გელა გაბადაძე, გია უკლება და ვიქტორ დოლიძე.
ჯგუფს დეპუტატი გია ქობალიანი ხელმძღვანელობს.

სამუშაო ჯგუფს უნდობლობას უცხადებს "რესპუბლიკელი" ნატო ქათამაძე. საკრებულოს დეპუტატი მიიჩნევს, რომ მისი მუშაობა არაეფექტური იქნება.

ამასთანავე, ნატო ქათამაძე არ ეთანხმება ჯგუფის წევრად "ნაციონალი" დეპუტატის გია უკლებას არჩევას.

"გია უკლება არის შემჩნეული სხდომების გაცდენაში და მისი ჩართვა ამ ჯგუფში არ იქნება სწორი. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს ჯგუფი ვერ იქნებოდა ეფექტური ის ვერაფერს ვერ გააკეთებს",-განაცხადა ნატო ქათამაძემ.

თავად გია უკლება დღევანდელ სხდომას არ ესწრება.

დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2006-2015 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ქონების კანონიერება უნდა შეისწავლოს, ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე წლის 27 აპრილს შეიქმნა.

სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატორი "რესპუბლიკელი" დეპუტატი ნატო ქათამაძეა, რომელიც საბოლოოდ ჯგუფის ხელმძღვანელად არ აირჩიეს.


Print