ახალი ამბები
სამტრედიის 31 მაღალმთიან სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს
FaceBook
ბუნებრივი აირით  3 500 აბონენტი უნდა მომარაგდეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ბუნებრივი აირი უკვე აქვს სოფელ ზემო ნოღის მოსახლოებას.

რაიონში 260 კილომეტრიანი მაგისტრალი აშენდა, რომელიც 31 მაღალმთიანი სოფლის გაზიფიცირებას უზუნველყოფს.

ჯამში, ბუნებრივი აირით წლის ბოლმდე 3 500 აბონენტი უნდა მომარაგდეს.

გაზიფიცირების სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, იმერეთის გუბერნიისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.



Print