ახალი ამბები
ქუთაისის მერია ახალგაზრდების დასასვენებლად 20 000 ლარიან ტენდერს აცხადებს
FaceBook
ახალგაზრდული ბანაკი 130 ადამიანით არის დაკომპლექტებული. 

130 პირის 8 დღიან მომსახურებაზე 20 000 ლარის ღირებულების ტენდერი 23 ივნისს გამოაცხადა, სადაც წინადადების მიღება ორ კვირაში დაიწყება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს 5 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით სამთო კურორტზე ორ ნაკადად (პირველ ნაკადში 70, მეორეში 60 პირი) 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეების სასტურმროში მოწყობა.

"სასტუმროში უზრუნველყოს კვება დღეში სამჯერ და სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მონაწილეები უნდა განთავსდნენ ორ და სამ ადგილიან ნომრებში ცალ-ცალკე საწოლებით, ხოლო 3 პირი უნდა განთავსდეს ინდივიდუალურ ნომრებში; სასტუმროში უნდა იყოს ერთი მცირე (მინიმუმ 25 მონაწილესათვის) და ერთი დიდი საკონფერენციო დარბაზი", - ნათქვმია სატენდერი პირობებში.

ქუთაისის მერია ახალგაზრდული ბანაკის გარდა, წელს  საჯარო სკოლის წარმატებულ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებსაც ასვენებს, რისთვისაც 40 000 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი 14 ივნისს გამოაცხადა.
Print