ახალი ამბები
ქუთაისის ბაგა–ბაღების გაერთიანება აღსაზრდელების რეგისტრაციის განცხადებას ავრცელებს
FaceBook
ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ადმინისტრაცია ახალი სასწავლო წლისთვის აღსაზრდელების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

გაერთიანების გადაწყვეტილებით ახალი სასწავლო წლისთვის დოკუმენტაციის მიღება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს. მშობლებს შეუძლიათ ამ მიზნით ბაგა–ბაღების ფილიალებს მიმართონ.

ბავშვის დასარეგისტრირებლად აუცილებელია შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:

1. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის განცხადება ბაგა-ბაღში მიღების შესახებ;
2. ბავშვის დაბადების მოწმობა (დედანი);
3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
4. 2 ცალი ფოტოსურათი ზომით 3X4;
5.სოციალურად დაუცველის ან დევნილის მოწმობა (თუ მიეკუთვნება აღნიშნულ კატეგორიას);
6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში - ფორმა #100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაღში მიღების თაობაზე.
Print