ახალი ამბები
სამტრედიაში ხანძრის შედეგად 79 წლის ქალბატონი გარდაიცვალა
FaceBook
ცეცხლი გარდაცვლილის საძინებელში სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა


სამტრედიის სოფელ დიდ ჯიხაიშში ხანძრის შედეგად 79 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. ცეცხლის გაჩენის მომენტში იგი სახლში მარტო იმყოფებოდა.

"მისი შვილი ქუთაისში ცხოვრობს და თვითონ მარტო იყო სახლში. სამწუხაროდ სახანძრომ ვერ მოახერხა მისი გადარჩენა",- ამბობს "ქუთაისიპოსტთან" საუბარში სამტრედიის გამგებელი ვალერიანე ფოცხვერია.

მომხდარის შესახებ თავდაპირველად მეზობლებმა შეიტყვეს და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს, თუმცა, მოხუცი ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ცეცხლი სავარაუდოდ გარდაცვლილის საძინებელ ოთახში, ელექტროსადენებს გაუჩნდა.

ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა საცხოვრებელი სახლი.

Print