ახალი ამბები
ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მატარებელი დაინიშნა
FaceBook
ბათუმის მიმართულებით სარკინიგზო რეისი საზღვაო სეზონთან დაკავშირებით დაინიშნა.

ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით ე.წ. ჩქაროსნული მატარებელი მიმდინარე წლის 25 ივნისიდან დაინიშნა. სარკინიგზო რეისს "საქართველოს რკინიგზა" ახორციელებს.

მატარებელი ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან ყოვედღიურად 8:25 წუთზე გადის, ხოლო ბათუმიდან 18:45 წუთზე გამოდის.

მგზავრობის ღირებულება ერთი მიმართულებით 4 ლარს, ხოლო ხანგრძლივობა 2 საათს შეადგენს.

"საქართველოს რკინიგზის" ფილიალის, მგზავრთა გადაყვანის საგარეუბნო მიმოსვლის სამსახურის დასავლეთის მიმართულების კოორდინატორი, გურამ ნერგაძე განმარტავს, რომ ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით სარკინიგზო რეისი საზღვაო სეზონთან დაკავშირებით დაინიშნა და ის მთელი ზაფხულის განმავლობაში იმუშავებს.



Print