ახალი ამბები
ქუთაისში სპორტული ტრენაჟორების დამონტაჟებისთვის 200 000 ლარიანი ტენდერი გამოცხადდა
FaceBook
სპორტული ტრენაჟორები ქალაქის მასშატაბით 7 ადგილზე დაიდგმება.

მათი შეძენა-მონტაჟისთვის ქუთაისის მერიამ 200 000 ლარად ღირებული ტენდერი მიმდინარე წლის 20 ივნისს გამოაცხადა.

სპორტული ტრენაჟორები ნიკეას ქუჩის მეორე შესახვევი #10 და #16 კორპუსებს შორის არსებულ სკვერში, სულხან საბას გამზირზე #47ა და #63ა კორპუსებს შორის, ბალანჩივაძის ქუჩის #2.2 და #2.4 კორპუსებს შორის, ლ. ავალიანის ქუჩის #16–სა და დავით აღმაშენებლის გამზირზე #2–ის მიმდებრედ, სპორტული მოედნების გვერდით, სოლომონ მეორის ქუჩა #46 სახლის წინ, ცხინვალის ქუჩისა და რუსთაველის ქუჩის გადაკვეთაზე არსებულ იკვერში დამონტაჟდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტრენაჟორი უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე დიზაინსა და მომხმარებლის უსაფრთხოების ნორმებს. მათზე გრაფიკულად გამოსახული უნდა იყოს ჩასატარებელი ვარჯიშების ვარიანტების შესახებ საინფორმაციო სტიკერი. ასევე, ტრენაჟორები შეღებილი უნდა იყოს მაღალი ხარისხის საღებავით, ხოლო მისი არამეტალის დეტალები მაღალი სიმკვრივის ერთგვარი რეზინისგან უნდა იყოს დამზადებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 2016 წლის 6 ივლისს იწყება.

გამარჯვებული ვადებულია სპორტული ტრენაჟორების შეძენა-მონტაჟი ხელშეკრულების დადებიდან 120 დღის განმავლობაში განახორციელოს.


Print