ახალი ამბები
"მზიური საქართველოს" "ღვთიური ლიდერი" და აცრემლებული საზოგადოება ქუთაისში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის ცენტრალურ ბაღში ამერიკიდან დაბრუნებული ყოფილი "მზიურელი" , ნიკო ნადირაშვილი მოქალაქეებს შეხვდა. სახალხო გაერთიანება "მზიური საქართველოს" დამფუძნებელმა შეკრებილებს მუსიკალურ ნომრებთან ერთად, პატრიოტულ მოტივებზე შექმნილი ლექსებიც წაუკითხა. 



"მზიური საქართველო" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. ისინი 1991 წელს მოქმედი კონსტიტუციის აღდგენას ითხოვენ, რისთვისაც 200 000 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანება საყოველთაო დაუმორჩილებას გამოაცხადებს.


Print