ახალი ამბები
ჰომოფობია არის გაუცნობიერებელი შიში ჰომოსექსუალების მიმართ -შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" მიერ ქუთაისში ჟურნალისტებთან და პედაგოგებთან გენდერის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედაზე საუბარი იყო განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის საკითხებზე. არასმთავრობო  ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით,
ჰომოფობია არის გაუცნობიერებელი შიში ჰომოსექსუალების მიმართ.

„იმისთვის, რომ უმცირესობების უფლებები იყოს დაცული და საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია აუცილებელია ასეთი სემინარები,რადგან ლესბოსელი , ტრანსგენდერი და ბისექსუალი ქალები განიცდიან ორმაგ დისკირმინაციას. ერთი იმიტომ, რომ არიან ქალები და დომინანტი ძალებისგან ჩაგვრას განიცდიან,რასაც ემატება სექსუალი ნიშნით ჩაგვრა" - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" კომუნიკაციაბის მენეჯერმა, მარიამ ქაჯაიამ.

შეხვედრაზე, ასევე, ლია ჯაყელის ფილმის "დედა, მამა მე გეი ვარ " ჩვენება მოეწყო.

Print