ახალი ამბები
სამტრედიაში ზებრა გადასასვლელი გულებით მოხატეს
FaceBook
ქვეითთა გადასასვლელების კრეატიულად მოხატვის იდეა პირველად ქუთაისში განხორციელდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი გულებით მოხატეს.

ინიციატივა სამტრედიის "კონსერვატიული პარტიის" ახალგაზრდულ ფრთას ეკუთვნის.
ასევე დაგეგმილია სიყვარულის ქუჩის მოხატვაც.

ქვეითთა  გადასასვლელების კრეატიულად მოხატვის იდეა პირველად ქუთაისში განხორციელდა.

2 მაისს, გვირილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის წინ გადასასვლელი გვირილებით მოიხატა.

მოგვიანებით კი, იგივე ქუჩაზე, ოპერის თეატრის წინ არსებულ ზებრა გადასავლელზე როიალის კლავიშები დახატეს.



Print