ახალი ამბები
ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსი ცხადდება
FaceBook
კონკურსი მიმდინარე წლის 11 ივლისს ჩატარდება.


ქუთაისის მერია ქალაქში სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად კონკურსს აცხადებს.

მას ადგილობრივ თვითმმართველობაში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი დროებითი კომისია ჩაატარებს, რომელიც 7 ადამიანით დაკომპლექტდა.

კომისიას ქალაქის ვიცე-მერი, კოტე ქავთარაძე უხელმძღვანელებს. მისი წევრები კი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი, დეპუტატი გალაქტიონ ტოროშელიძე, ასევე მერიის ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის, საბინაო და სოციალურ სამსახურთა უფროსები არიან.

კონკურსისთვის საჭირო დოკუმენტაციას დროებითი კომისიის აპარატი ჩაიბარებს.

ქუთაისის ვიცე-მერის, ნოდარ მიქიაშვილის ინფორმაციით, ქალაქში სოციალური საცხოვრისი 2017 წლის ბოლომდე უნდა აშენდეს. ამ მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 მლნ. ლარია გამოყოფილი. მიქიაშვილის განმარტებით, პირველ ეტაპზე სოციალური საცხოვრისით 45 ადამიანი დაკმაყოფილდება.

ადგილობრივი თვითმმართველობის მონაცემებით, ქუთაისში საცხოვრებელი სახლი 700 ოჯახს არ აქვს.

სოციალური საცხოვრისის მოსაწყობად გამოცხადებული კონკურსი 2016 წლის 11 ივლისს 12 საათზე ჩატარდება.

Print