ახალი ამბები
ბაღების გაერთიანებას ყოფილი თანამშრომლები სასამართლოში უჩივიან
FaceBook
ქეთი დეისაძე და მაკა ნაცვილიშვილი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილმა თანამშრომლებმა ქუთაისის საქალაქო სასმართლოში სარჩელი შეიტანეს.

ისინი სამსახურში აღდგენას და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.

გაერთიანების ყოფილი თანამშრომლები განმარტავენ, რომ მათ კომპენსაციის სრულყოფილად მიღება უნდათ, რომელიც მათ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ნაწილობრივ მიიღეს.

"აღმოჩნდა, რომ არასკამრისი იყო ის კომპენსაცია, რომელიც გაერთიანებამ მოგვცა, ამიტომ მათ ამ საკითხზეც ვუჩივით სასამართლოში", - ამბობს ქეთი დეისაძე, რომელსაც გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა.

ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის, ნანა ლორთქიფანიძის ბრძანების თანახმად, სამ თანამშრომელს დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიმდინარე წლის 20 მაისს ჩაბარდათ.

დოკუმენტის თანახმად, სამსახურიდან დაწესებულების ხელმძღვანელის ორი მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსასხურის უფროსი დაითხოვეს.

ააიპ ქუთაისის საბავშვო ბაღების გაერთიანებაში რეორგანიზაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 18 მაისს დასრულდა.



Print