ახალი ამბები
ქუთაისელი ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონი გახდა
FaceBook
ზვიად პატარიძემ ფინალში რუსი ნიკოლაი იზმაილოვი 5:0 დაამარცხა.

ქუთაისელი სპორტსმენი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, ზვიად პატარიძე ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა.

მიმდინარე წლის 21–26 ივნისს ბუქარესტში, ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ზვიად პატარიძე ტურნირზე 120 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან ფინალში რუსი ნიკოლაი იზმაილოვი 5:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონის ტიტული ახალგზრდებში მესამედ მოიპოვა.

2016 წლის თებერვალში ქუთაისელმა მოჭიდავე ავსტრიის რიგით მე-6 ღია პირველობაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ზვიად პატარიძე ქუთაისის მერიამ გასული წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა. წლის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი ერგო ელგუჯა მარუაშვილს, რომელიც სპორტსმენის მწვრთნელი გახლავთ.
Print