ახალი ამბები
ქუთაისში წყალმომარაგება 24 ივნისიდან აღდგება
FaceBook
ქუთაისის რამდენიმე უბანს ორი დღეა წყალი არ მიეწოდება.

კერძოდ, წყალმომარაგება თაბუკაშვილის, ნიკეას, ხუნდაძის, მაისურაძის, დადიანის, სულხან–საბასა და გუგუნავას ქუჩებს შეუწყდათ.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ამ უბნებს წყლის მიწოდება წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის გამო შეეზღუდათ.

"კომპანიის მხრიდან აბონენტების ახალ ქსელზე გადართვა მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებისთანავე მიმდინარე წლის 23 ივნისის საღამოს საათებში ან 24 ივნისის დილიდან წყლის მიწოდება აღდგება," – აცხადებენ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" პრესსამსახურში.

ასევე, წყალმომარაგება სოფლებს ქვიტირს, ოფშკვითს, უკანეთსა და მესხეთსაც შეუწყდა.

Print