ახალი ამბები
ოჯახში ძალადობის მიხედვით იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი ლიდერობს
FaceBook
ყველაზე დაბალი მონაცემები სამცხე-ჯავახეთსა და გურიას აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ოჯახში ძალადობის ფაქტების ახალ სტატისტიკას აქვეყნებს.

მიმდინარე წლის ბოლო 5 თვის მონაცემებით, ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი ფაქტი იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დაფიქსირდა. შსს-ს ინფორმაციით, რეგიონში 78 ასეთი შემთხვევა მოხდა. მათგან სისხლის სამართლებრივი დევნა 70 ფაქტზე დაიწყო.

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის შემდეგ, ოჯახში ძალადობის შემთხვევების მაღალი მაჩვენებლი კახეთშია აღრიცხული, სადაც 70 ფაქტიდან საქმე 65 -ზე აღიძრა.

სტატისტიკაში ყველაზე დაბალი მონაცემები სამცხე-ჯავახეთსა (24 ფაქტი) და გურიას (9 ფაქტი) აქვს.

საქართველოს მასშტაბით, ბოლო 5 თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის 594 ფაქტი მოხდა.

შსს-მ ბოლო სტატისტიკა მიმდინარე წლის 20 იანვარს გამოაქვეყნა, სადაც, ამ კუთხით კვლავ იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი ლიდერობდა.


Print