ახალი ამბები
"ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერისთვის იმერეთის გუბერნიაში კალმები და მელნები დაარიგეს
FaceBook
იმერეთის მუნიციპალიტეტებში "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერის შესრულება დაიწყეს.

იგი პროექტის "სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა" ფარგლებში შესრულდება.

რუსთაველის პოემის ხელნაწერის შესრულების იდეა ჭიათურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრთან ერთად, ხელნაწერზე მუშაობა უკვე დაიწყო. პროექტზე მუშაობა დაწყებულია საჩხერეშიც.

პოემის ერთი სტროფის გადაწერა ყველა პროფესიისა და ასაკის ადამიანს შეუძლია.

პროექტის შესახებ ინფორმაცია იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გუბერნიაში გააცნეს.

თვითმმართველობების კულტურის სამსახურის უფროსებს, "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერის შესრულებისთვის, სამხარეო ადმინისტრაციისგან სპეციალური ფურცლები, კალმები და მელნები გადაეცათ.

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის UNESCO გადაწყვეტილებით, 2016 წელი მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოცხადდა.

Print