ახალი ამბები
ეროვნული გამოცდები 2016 – რჩევები კონკურსანტებს (ვიდეო)
FaceBook
მიმდინარე წელს ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.

კომპიუტერით ტესტების ჩაბარება აბიტურიენტებს, სტუდენტებს, რომლებიც გრანტის გაუმჯობესების გამოცდას აბარებენ, მაგისტრანტობის კანდიდატებს, პედაგოგებსა და პედაგოგობის მსურველებს მოუწევთ.

ცვლილება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის. უწყების ინფორმაციით, ფორმატის შეცვლა მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.

ახალი ფორმატის დანერგვის შედეგად, მონაწილე დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე დაინახავს. პასუხებს კი, ჩვეულებრივ, სპეციალურ ფურცელზე მოინიშნავს, ან დაწერს.

ამ და სხვა საკითხთან დაკავშირებით აპლიკანტებს რჩევებს მათემატიკისა და ზოგადი უნარ–ჩვევების მიმართულების სპეციალისტი, ნინო გაბრიჭიძე აძლევს.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს იწყება და 22 ივლისს დასრულდება.


Print