ახალი ამბები
ქუთაისის ხედების ფოტოებისთვის კონკურსი გამოცხადდა
FaceBook
ფოტოებს ადგილობრივი თვითმმართველობა სხვადასხვა ფასად შეიძენს.


ქუთაისის მერია ქალაქის ხედების ამსახველი ფოტოებისთვის კონკურსს აცხადებს, რომლებზეც ქალაქის ხედები, ქუჩები, რიონის სანაპირო, დღის, ღამისა და სეზონური პეიზაჟები უნდა იყოს ასახული.

მათ ხარისხს, თემატურობასა და კონკურსის პირობებთან შესაბამისობას, ქუთაისის მერიაში სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი 6 კაციანი კომისია განსაზღვრავს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

მათ შორის არიან ქალაქის ვიცე-მერი, კოტე ქავთარაძე, მერიის ეკონომიკის სამსახურისა და ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლები. კომისიის ერთ-ერთ წევრი, ასევე, ქუთაისის ფოტო-კინო მატეანეს დირექტორი, რამაზ მორჩაძე გახლავთ.

საკონკურსო ფოტოები ქულებით შეაფასდება. პირველ ხუთეულში მოსახვედრად ფოტო მინიმუმ 25 ქულით უნდა შეფასდეს.

ქუთაისის მერია კონკურსში გამარჯვებულ ფოტოებს სხვადასხვა ფასად შეიძენს. პირველ ხუთეულში მოხვედრილი თითო ფოტოსთვის ადგილობრივი თვითმმართველობა 150 ლარს გადაიხდის, მეორე ხუთეულის 100 ლარს, ხოლო მესამე ათეულის ფოტოების ავტორები 50 ლარს მიიღებენ.

შესაძლებელია, გამარჯვებული ერთი ავტორის რამდენიმე ნამუშევარი გახდეს.

კონკურსის შედეგად მაქსიმუმ 20 ფოტო შეირჩევა, რომლებიც ტურისტული სტენდებისთვის იქნება გამოყენებული.

კონკურსის მიზანი ქუთაისის ფოტომატეანეს გაზრდა და ქალაქის ხედების პოპულარიზაციაა.

ავტორებმა საკონკურსო ფოტოები ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it -ზე უნდა გაგზავნონ, ან ქუთაისის მერიის ტურიზმის განყოფლებაში მიიტანონ.

ნაუშევრების მიღების ბოლო ვადა 2016 წლის 1 ივლისია.

გამარჯვებულ ფოტოებს კომისია ორი კვირის განმავლობაში გამოავლენს.


Print