ახალი ამბები
ქუთაისში კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიღება დაიწყო
FaceBook
სამხედრო სასწავლებელში განაცხადი შვიდმა გოგონამ შეიტანა.

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2016-2017 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება დაიწყო.

სამხედრო სასწავლებელში ამ დროისთვის 50-მდე განაცხადია შესული, მათ შორის 7 აპლიკანტი გოგონაა, რომელთა მიღება სასწავლებელში
ახალი სასწავლო წლიდან პირველად მოხდება.

ლიცეუმში მსურველთა საბუთების მიღება მიმდინარე წლის 4 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პარალელურად კი, აპლიკანტებს ფიზიკური და ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტების ჩაბარება მოუწევთ.

ფიზიკური ტესტი 60 და 2000 მეტრ დისტანციებზე სირბილსა და ღერძზე მიზიდვას მოიცავს. ტესტებში აღებული ქულების მიხედვით, ჩასარიცხად შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.

ლიცეუმი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო საფეხურის კურსდამთავრებული მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. წელს ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 126 მოსწავლით განისაზღვრება, რომელთაგან 106 ვაჟი, ხოლო, 20 - გოგონა იქნება.

 

 

Print