ახალი ამბები
წერეთლის და თავრიზის უნივერსიტეტებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
FaceBook
ირანის თავრიზის და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


"თავრიზის აკადემიური დაწესებულება დიდი ისტორიისა და კვლევითი პოტენციალის მქონეა, სადაც 30 000-მდე სტუდენტი სწავლობს. შევთანხმდით რამდენიმე პროექტზე, მათ შორის ლექტორ-მასწავლებელების და მკვლევარების ურთიერთგაცვლაზე," - განახაცადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ.

თავრიზის უნივერსიტეტის რექტორის, ფურ მუჰამადის თქმით, მემორანდუმი ორი ქვეყნის დაახლოებას ხელს შეუწყობს.

"მიხარია, რომ ეს შეხვედრა შედგა, რადგან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ბევრი შესაძლებლობა და დიდი გამოცდილება. დავგეგმეთ არა ერთი საინტერესო აქტივობა, რომლებსაც მომავალში აუცილებლად განვახორციელებთ," - განაცხადა ფურ მუჰამადმა.

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის თქმით, მემორანდუმის ფარგლებში კონფერენცია სახელწოდებით "კავკასიური კვლევები" ჩატარდება. მასში მონაწილეობას საქართველოს და ირანის უნივერსიტეტებთან ერთად თურქეთის, აზერბაიჯანის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებიც მიიღებენ.
Print