ახალი ამბები
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისის საკრებულოზე - წაყრუების პოლიტიკას ირჩევენ
FaceBook

"მოქალაქეების მიერ არჩეული საკრებულოს წევრთა უმრავლესობა ქალაქში არსებულ პრობლემატიკას გულგრილად ეკიდება.



არასამთავრობო ორგანიზაციის "ევროპა ჩვენი სახლია" წარმომადგენელთა განმარტებით, ქუთაისის საკრებულოსთვის გაგზვანილ განცხადებაზე, სადაც რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვნენ, პასუხი არ მიუღიათ.

ორაგანიზაციამ ქალაქის საკრებულოში განცხადება მიმდინარე წლის 7 ივნისს შეიტანა. ისინი ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოს კაფე-ბარის "არგო" მშენებლობის საკითხის განხილვას ღია წესით თხოვდნენ.

განცხადებას ხელს, "ევროპა ჩვენი სახლიას" წევრების გარდა, კიდევ 9 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც აწერდნენ.

"საკრებულოს თავმჯდომარემ არ ჩათვალა საჭიროდ პასუხი გაეცა განცხადებაზე. თუმცა, ჩვენი წერილის გარეშე სხდომის მოწვევა საკრებულოში წარმოდგენილ ფრაქციებსაც ისედაც შეეძლოთ. სამწუხაროა, რომ ქუთაისის მოქალაქეების მიერ არჩეული საკრებულოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობა გულგრილად ეკიდება ქალაქში არსებულ პრობლემატიკას და სხვა საქმეებით არის დაკავებული. სამარცხვინოა, ასეთი დამოკიდებულება სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, ვინც მხოლოდ საკითხის საჯაროდ განხილვას ითხოვს. ისინი წაყრუების პოლიტიკას ირჩევენ", - ამბობს "ევროპა ჩვენ სახლიას" ხელმძღვანელი, გია გოქაძე.

ქუთაისის საკრებულოს აპარატის იურისტი განმარტავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა აქტის გამოცემას, რომლის საფუძველზე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა უნდა გამართულიყო.

"საპასუხოდ ერთი თვის გვაქვს, რომ მათ ვუპასუხოთ. ეს არ არის საჯარო ინფორმაცია, რომ წერილზე დაუყონებლივ გვეპასუხა", - განმარტავს იურისტი, დათო ბენიძე.

 

Print