ახალი ამბები
კულტურის მინისტრმა გეგუთის სამეფო კომპლექსი მოინახულა
FaceBook
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ამ ეტაპზე გეგუთის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს,ასევე მოეწყობა არქოლოგიური ცენტრი და შეიქმნება ვებ–გვერდი.

მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყება, რომელიც არქეოლოგიურ სამუშაოებს გულისხმობს, მეორე ეტაპი კი, რომელიც აღმოჩენილი მასალების კვლევას შეეხება, აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

გეგუთის სასახლის კომპლექსთან 2016 წელს შუშის კონსტრუქცია განთავსდა. ის დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით, პერსპექტივაში აღიქვას. გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია.

ძეგლზე აგრეთვე გარე განათებაც დამონტაჟდა.

კულტურის მინისტრმა, იმერეთის გუბერნატორთან ერთად, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.


Print