ახალი ამბები
ქუთაისში თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“ გაიხსნება (პროგრამა)
FaceBook
ფესტივალი მიმდინარე წლის 20 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

"თეატრალური იმერეთი 2016" ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეარტის სპექტაკლით "ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია" გაიხსნება.

მასში იმერეთის რეგიონის თორმეტივე მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. ქუთაისის მესხიშვილის ტეატტრი არასაკონკურსო სპექტაკლით წარსდგება.

ღონისძიებაში მოწვეული არიან ცხინვალისა და პოლონეთის ქალაქ ტორუნის თეატრებიც. ფესტივალში ჩაერთვებიან ქუთაისის ახალგაზრდული  და აწსუ-ს თეატრალური დასიც. კონკურსზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი სპექტაკლები:

21 ივნისს ჭიათურის აკ წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი აჩვენებს სპექტაკლს "გეტო", 22 ივნისი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრმატული თეატრი - "იხვებზე ნადირობა",
23 ივნისი -ხარაგაულის სახალხო თეატრი "სათაგური", 24 ივნისი- ბაღდათის სახალხო თეატრი "საკანი#5", 25 (15 საათი) აწსუ თეატრალური დასი- "მეზუნია ჩიტები", 25 (18საათი) ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი-" სევდის საგზალი", 27 ივნისი ვანის სახალხო თეატრი - "მაგრამ უფლება არ მომიცია", 28 ივნისი - წყალტუბოს სახალხო თეატრი "ჭინჭრაქა".
29 ივნისი -ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი- "წყნარი ღამე", 30 - ივნისი საჩხერის სახალხო თეატრი "ფერადი ბუშტები",1 ივლისი- სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატული თეატრი - "თეთრი ბაირაღები", 2 ივლისი- ხონის სახალხო თეატრი - ნატაძრალზე, 4 ივლისი- თერჯოლის სახალხო თეატრი - "ღმერთო ,დაგვიფარე ჩვენ დ ა ადამიანები",5 ივლისი -ცხინვალის ივ. მაჩაბლის პროფესიული თეატრი -"ჯაყო". 6 ივლისი -პოლონეთის ქალაქ ტორუნის მუსიკალური თეატრი -სტაფილო- განზოგადების მცდელობა.


ფესტივალის მხარდამჭერია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია. პროექტს აფინანსებენ იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტები და ქუთაისის მერია. ამ უკანასკნელის ხარჯი 15 000 ლარს შედგენს.

"თეატრალური იმერეთი 2016"–ს სამკაციანი ჟიური ეყოლება: თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, მწერალთა კავშირის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ლანჩავა და თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელსაც, ასევე ჟიურის თავმჯდომარის ფუნქციაც დაეკისრება.

პრიზები 12 ნომინაციაში გაიცემა.

სპექტაკლები ქუთაისის ლადო მესხიშილის თეატრში გაიმართება.

თეატრალური ფესტივალი 2002 წლიდან მეშვიდედ იმართება.

Print