ახალი ამბები
"გაერთიანებული წყალმომარაგების" თანამშრომლები- პარალიზდება მთელი ქუთაისი
FaceBook
"გაერთიანებული წყალმომარაგების" ქუთაისის სერვისცენტრის ტექნიკური პერსონალი მთლიანად გაიფიცა.

ორგანიზაციის 50-მდე გაფიცული თანამშრომლის თქმით, მუშაობას ხელფასების მომატებამდე არ გააგრძელებენ.

"გვაქვს არაადამიანური სამუშაო პირობები. განუსაზღვრელი დროით ვმუშაობთ, არ გავქვს ნორმალური სპეცტანსაცმელი, რომელიც თითქმის, ყველა მუშას გაცვეთილი და სამუშოსთვის შეუსაბამო აქვს. ვიდრე არ გვექნება საკადრისი სამუშაო პირობები, ნორმალური ანაზღაურება, იქამდე მუშაობას არ გავაგრძელებთ და მთელი ქალაქი პარალიზდება. დაზიანებულ ადგილებზე არ გავალთ და წყალმომარაგების პრობლემები შეიქმნება ქალაქში," - აცხახდებენ გაფიცულები.

თანამშრომლები ხელფასის 500 ლარამდე გაზრდას ითხოვენ. ამ დრომდე წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური თანამშრომლების მინიმალური ხელფასი 220, მაქსიმალური კი 280 ლარს შეადგენს.

ადგილზე მყოფი სერვისცენტრის ხელმძღვანელობა "ქუთაისიპოსტთან" კომენტარს არ აკეთებს. ცენტრალური წარმომადგენლობის ოფიციალურ პასუხს კი მალე შემოგთავაზებთ.
Print