ახალი ამბები
სალოტბარო სკოლების დღეზე იმერეთის რეგიონს ზესტაფონელი მოსწავლეები წარადგენენ
FaceBook
სალოტბარო სკოლების დღე 2016 წელს პირველად ტარდება.

ღონისძიებაში, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, იმერეთის რეგიონიდან ზესტაფონის სალოტბარო სკოლა მონაწილეობს.

ქალაქში სალოტბარო სკოლა, სადაც 30 ბავშვი სწავლობს, გასულ წელს დაარსდა. სასწავლებლის ხელმძღვანელის, გივი შანიძის ინფორმაციით, მოსწავლეები იმერულ საგალობელსა და ხალხურ სიმღერებს შეასრულებენ.

იმერეთის რეგიონში, სალოტბარო სკოლა გარდა ზესტაფონისა, ბაღდათშიც ფუნქციონირებს, სადაც 40–მე ბავშვი სწავლობს.

მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელის, კახა ღონღაძის ინფორმაციით, მოსწავლეები თბილისში მიმდინარე ღონისძიებაში საპატიო მიზეზის გამო ვერ მონაწილეობენ.

"გუშინ საანგარიშო კონცერტი გავმართეთ ბათუმში და დედაქალაქში გამგზავრება ბავშვებმა ვერ შეძლეს," – განმარტავს კახა ღონღაძე.

სალოტბარო სკოლის დღისადმი მიძღვნილი საანგარიშო კონცერტი თბილისში, ილიას ბაღში მიმდინარეობს და მასში 400 ბავშვი მონაწილეობს.

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და მთავრობის მხარდაჭერით, დღეისათვის საქართველოში 17 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც 2014 წლიდან ეტაპობრივად იხსნება.

მსურველები უფასოდ შეისწავლიან ქართულ ხალხურ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას.

Print